გოგონა და … მზე.

ძლივს როგორც იქნა გამოიდარა და  ჩამოცხა

გოგონამ მზეს მორცხვად გახედა და  ხეებში გაკიდულ   ჰამაკს მიაშურა..

ჩაწვა..

ფოთლებს ამოფარულმა  ეხლა უფრო თამამად ახედა  ….

… ბრდღვიალებდა… მნათობი … კაშკაშებდა

მისი ერთი  ორი სხივი  ჰამაკამდე შემთხვევით თუ   აღწევდა

გოგონას  ჩრდილი ესიამოვნა …  ჩუმად მოკლათდა მოხერხებულად  ჰამაკში  ,

გაყუჩდა  რაღაცის მოლოდინში..

აი ერთი ანცი სხივი სახეზე  მოელამუნნა…  ლოყებს მოეფერა …

სათითაოდ გაუთბო  მინაბული თვალწარბი და კისერში შეუღიტინა

გოგონას ეღიმებოდა  მაგრამ არ ინძრეოდა ,

გათამამებული მოხეტიალე სხივი  კისერს დაბლა დაუყვა და  ყელის ქვეშ მოკლათდა… დატკბა, დაცხუნდა..

შიგდაშიგ თითქოს ბწკენდა კიდეც – ადე ადეო  მაგრამ  მაგრად თვალდახუჭული გოგონა არ იძვროდა…

მაშინ სხივმა ნიავს უხმო  და ფოთლები  ოდნავ გააწევინა .

მოულოდნელად დააცხრა რაოდენიმე სხივი  ერთად

გოგონას თვალები მაინც არ გაუხელია

სითბოს მონატრებული  , პირიქით , გაინაბა, ხელებიც კი  გაშალა თითქოს უფრო მეტი სითბოს  დატევა უნდოდაო ,

აცეკვდნენ მზის სხივუნები:

ხან იღლიაში უღიტინებდნენ ხანაც  მზისკენ აშვერილ ხელისგულებზე…

დაჭერობანას ეთამაშებოდნენ   ფოთლების ჩრდილებს ჰამაკში ,  სანამ არ დაიღალნენ და  ლამის დაგვიანებით არ გაეკიდნენ სახლის უკან გადაწვერილ  მთელი დღის ნათებით დაღლილ მზეს , რომელმაც ვერც  კი შეამჩნია  ისე  გაათბო კიდევ ერთი არსება…

გოგონამ ხელები მკლავებზე მოიხვია თითქოს დარჩენილ სითბოს უფრთხილდებოდაო და თვალები გაახილა.

მოსაღამოვებულიყო.

me, looking For my Sun ...

me, looking For my Sun ...

me, looking at my Sun … but only birds can fly so high

About funnydreamermushi

just little, crazy, fanny
This entry was posted in Note ... s and tagged , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to გოგონა და … მზე.

  1. ♥ რა ლამაზი და სითბოთი სავსე მინიატურაა

  2. salolas says:

    ❤❤❤ მზე. …..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s