გაყინული მზე : ) ანუ აისბერგი?

მაპატიე ...

გაყინული მზე : )  ანუ აისბერგი?

რამდენადაც გასაოცარი არ უნდა იყოს ეგეთიც არსებობს თურმე

აბა სხვა რა დავარქვა …

ამქვეყნად იმდენი იიმდენი ფერადფერადი ღიმილებია რომლებსაც  დღის განმავლობაში გიჟივით ვაგროვებ რომ „ჩემს“ მზეს ყვავილების უზარმაზარი  თაიგულივით შევუგროვო  შევაფრქვიაო და ვახარო…   მაგრამ ვუახლოვდები თუ არა … უმეტესად ჩაკეტილი კარი მხვდება… და თუკი მოვახერხე და ჭუჭრუტანიდან შევძვერი.. რატომღაც გლობალური გამყინვარების სუსხი და უკარება აისბერგი მხვდება რომელიც თავისი იგნორირებით ან ინდეფერენტულობით   სათითაოდ   მიკლავს სათუთად ჩახუტებულ ყვავილებს …

და …

ღიმილიც ჩუმად,  ჩურჩულით .. მაპატიე.. სადღაც მიიმალება და ქრება…

ხელები უღონოდ დაბლა მეშვება და  უხმოდ დავსცქერი  სიცივისგან დამწვარი ყვავილების მიმოფანტულ ნარჩენებს…

ხანდახან მგონია რომ ეს ის „ჩემი „ მზე არაა  , რომელიც მათბობდა და მახარებდა და სხვააა…

ვიღაც უცხო ..მაგრამ მერე ვნახულობ მის  იშვიათ მაგრამ ტკბიიილ მესიჯებს და ისევ და ისევ გაყინული  გათოშილი თითებით  ვცდილობ ავბობღდე ამ უკარება აისბერგის წვერომდე რომ იქნება და იქიდან შევძლო  და მივაღწიო..

შევწვდე…

შევცინო  ..

მოვიქაჩო ჩემკენ სხივებით …

. შევაჯანჯღარო ..

რომ გამილღოს ხელები… გამათბოს …

რო მიხვდეს რომ აქ ვარ მის გვერდით.. რო ისევე მჭირდება. როგორც თვითონ ..

და მხოლოდ უნდა ჩამომხედოს..

სანამ მეც ამ ყვავილებივით არ დავიწვები სიცივისაგან ?!…

თუმცა  იქნება და  უკვე მოწყინდა მზეს ბალახბულახში ქექვა და მთვარეს გაეკიდა… ?

About funnydreamermushi

just little, crazy, fanny
This entry was posted in Note ... s and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to გაყინული მზე : ) ანუ აისბერგი?

  1. და მაინც რამდენ ხანს ვფიქრობდი რომ .. :
    ჩემია….მ ზ ე
    მერე რა რომ მან ეს არ იცის…
    ჩემია ! თავიდან ბოლომდე – სულით ხორცამდე …
    ჩემია! `იმიტომ რომ როგორიცაა ისეთი მივიღე….
    ჩემია ! იმიტომ რომ როგორიცაა ისეთი მინდა : ||||
    ჩემია იმიტომ რომ როგორიცაა ისეთს ვგრდზნობ…
    ჩემია იმიტომ რომ მე როგორიც ვარ ისეთი უხარივარ… : ))
    უბრალოდ
    1 არ იცის…
    რომ მე ვარ მისი…

    • რაც დრო გადის მით უფრო ვრწმუნდები..

      არაფერი არაა ამქვეყნად მარადიული
      უბრალოდ უნდა იცხოვრო იმ წამით
      დაიჭირო მომენტი და თუ წავიდა არ გაეკიდო
      დაიტოვო ის რაც იყო, თუნდაც მოგონება და იმას მაინც მოუფრთხილდე…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s