1 წლიანი ყვავილები….?!

გათოშილი.. ლოდინით…

1 წლიანი ყვავილები….?!

ერთ დღეს ანცმა მზემ ზანტად გაიღვიძა… აბურდული ხუწუწებიდან გამოიჭყიდა, ღრუბლების ბალიშიდან რიჟა თავი აწია და დედამიწას ჩამოხედა…

:- ყველაფერი როგორც ყოველთვიიიის…

მოწყენილად მიმოიხედა..

უცებ სადღაც მდელოზე უადგილოდ ბალახბულახში შემთხვევით ამოსულ იას მოჰკრა თვალი, მორცხვად რომ ისწორებდა ფოთლებს ..

:- მოიცა მოგეხმარები … : ) – მოეფერა პატარას,

აქედან მოუარა, იქიდან შემოახვია თავისი თბილი სხივები და იასაც მეტი არ უნდოდა … ლამის მზესუმზირასავით აიჭიმა და შეეპოტინა ცის მნათობს :დ აჰყურებდა მზეს და მორცხვად აფრქვევდა თავის სიხარულს.

ვეღარ ამჩნევდა ვერც სარეველების შურით აღსავსე ჩურჩულს, ვერც ხანმოკლე უამინდობისას ქარის ზამთარის მომასწავლებელ ცივ ზუზუნს ..

უბრალოდ მიეშვირა სახე ზემოთ ზემოთკენ და თბებოდა! დნებოდა? … იზრდებოდა…

მაგრამ ზამთარი ხომ გარდაუვალია და მზესაც თან და თან უფრო და უფრო ეზარებოდა ხოლმე ღრუბლებიდან გამოძრომა და დედამიწის ბინადართთათვის გამონათება… მოფერება … თუმცა იმ იშვიათ შემთხვევებსაც მოწყურებული დაეწაფებოდა ხოლმე ალბათ ყველა.. იაც..

სანამ ზამთრის სუსხმა თავისი არ გაიტანა და ლამის სულ არ გაყინა და არ გათოშა.. ლოდინით…

აი აქ კი ჩაღუნა თავი…

და მის მერე აღარც აუწევია… ჩაიკეტა თავისთვის ტკბილ და მზიან მოგონებებში .

მომდევნო გაზაფხულს სადღაც შორიდან მაინც ესმოდა გამლღვარი და გამოცოცხლებული ბუნების ხმები და მხიარულება…

მაგრამ …

უბრალოდ …

აღარ მოუნდა ამოსვლა. …

About funnydreamermushi

just little, crazy, fanny
This entry was posted in Note ... s and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

One Response to 1 წლიანი ყვავილები….?!

  1. ერთხელაც იყო და შეჰბედა:
    – მინდა
    უბრალოდ იცოდე ..
    მე აქ ვარ .. მე შენი სუნთქვა… მესმის.. მე შენი მოფერება მინდა … მინდა ჩამოიხედოს ჩემმა მოწყენილმა მზემ რო გავათბო…
    ხანდახან პატარა იასაც შეუძლია დიდი მზის შეფარება ფოთლებს ქვეშ … დამალვა ყველაფრისგან … სუულ 1 წამით მაინც … ნაზად მოლამუნება …
    მოდი…ჩაგიხუტებ…

    მაგრამ უკვე გვიან იყო..
    აღარ ესმოდა “მზეს” ..
    გვირილებს გადაექელათ ყაყანით მთელი მდელო …

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s